სამონტაჟო პლატფორმის იჯარის

ხელშეკრულება

 

. თბილისი                                                                                                                                                             00.00.2016

 

ერთი მხრივ, შპს „ უნივერსალ ინტრალოჯისტიკსი“  (ს.კ. 205159718) (შემდგომში მეიჯარე) და მეორე მხრივ, ________ (ს.კ._______)  (შემდგომში მოიჯარე), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

                             

1.    ხელშეკრულების საგანი

1.1.  ამ ხელშეკრულების თანახმადმეიჯარეგადასცემს, ხოლო მოიჯარედროებით სარგებლობაში იღებს მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ :________________________________________(შემდგომში „იჯარის ობიექტი“), ხოლო „მოიჯარე“ კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური.

1.2.  „იჯარის ობიექტის“ მახასიათებლებია: სამონტაჟო პლატფორმა 11.5 მ.

1.3.  იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა 00.00.2016-დან 00.00.2016-მდე.

1.4.  იჯარის ობიექტის თანხობრივად ათვლა მოხდება 00.00.2016 - დან

1.5.  იჯარის ობიექტი გამოიყენება  სამონტაჟოდ სხვადასხვა სიმაღლეზე დანიშნულებით.

 

2.       იჯარის ფასი და გადახდის პირობები

2.1.  „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველდღიური საფასური (შემდგომში ,,საიჯარო ქირა“)  შეადგენს 000.00  ლარს.

2.2.  "იჯარის ობიექტის" სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება 09:00 დან 18:00 სთ-მდე , ორ ცვლაში მუშაობის შემთხვევაში ღირებულებას დაემატება დღიური საიჯარო ღირებულების 60% , ხოლო 3 ცვლაში მუშაობის შემთხვევაში ღირებულებას დაემატება საიჯარო ქირის 100% .

2.3.  საიჯარო ქირის  გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით, მეიჯარე კომპანიასთან შეთანხმებით.

 

3.    მხარეთა ვალდებულებები

3.1.მოიჯარევალდებულია:

3.1.1.   გამოიყენოს „იჯარის ობიექტიმხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის ობიექტის ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე;

3.1.2.   გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით;

3.1.3.   მოუაროს „იჯარის ობიექტს”, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინაღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები;

3.1.4.   მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა „იჯარის ობიექტის  დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ „მეიჯარეს’’ და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;

3.1.5.   ითმინოს ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებადართულია „მეიჯარის“ მიერ და აუცილებელია „იჯარის ობიექტის“ შესანახად ან/და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხორციელდება ,,მოიჯარის’’ ინტერესების გათვალისწინებითაც  და არსებითად არ აფერხებს მის მიერ „იჯარის ობიექტით’’ სარგებლობას;

3.1.6.   მეიჯარესთან შეთანხმებით და თავისი ხარჯებით ჩაუტაროს საიჯარო ობიექტს  მიმდინარე რეომონტი და გაუმჯობესებანი მისი ნორმალური ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად, ამასთან რემონტის და გაუმჯობესებების ხარჯები მოიჯარეს არ აუნაზღაურდება და არ ჩაეთვლება საიჯარო ქირაში;

3.1.7.   დროულად გადაიხადოს დაკავებული საიჯარო ქონების გადასახდელები არსებული ტარიფებით;

3.1.8.   მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ნივთის მნიშვნელოვან  ცვლილებას.

3.1.9.      ნაზღაუროს მეიჯარეს ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას მოიჯარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად.

3.1.10.   ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას უკან დააბრუნოს იჯარის ობიექტი იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით;

3.1.11.   მეიჯარ თანხმობის გარეშე არ გასცეს იჯარის ობიექტი“ მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით.

3.1.12.   ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების და ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოებისას მკაცრად იხელმძღვანელოს ენერგეტიკის მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ნ:01 ბრძანების თანახმად.

3.1.13.   მკაცრად და შესაბამისად იხელმძღვანელოს  "იჯარის ობიექტის" ექსპლუატაციის წესებით

3.1.14.   პირადი პასუხისმგებლობის პირობით მკაცრად დაიცვას "იჯარის ობიექტის" ექსპლუატაციის  უსაფრთხოების წესები

3.1.15.   დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების წესები

3.1.16.   დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

 

3.2.   მეიჯარე ვალდებულია:

3.2.1.      ხელი შეუწყოსმოიჯარესყველა საჭირო საბუთის მიღებაში (ცნობა, ნებართვა და სხვა), რომელიც შეიძლება მოითხოვონ ხელისუფლების, მათ შორის მაკონტროლებელმა ორგანოებმა, იჯარის საგნით სარგებლობის პროცესში, მათ შორის ,,მეიჯარესთან’’ შეთანხმებული რეკონსტრუქციის ან სხვა გადაკეთების განხორციელებისას;

3.2.2.      უზრუნველყოს ,,მოიჯარის’’ მიერ საიჯარო ობიექტით შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში;

3.2.3.      დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;

                                                     

                                                  4. იჯარის საგნის გადაცემა და დაბრუნება

 

    4.1 იჯარის საგნის მიღებისას "მოიჯარე" ვალდებულია დაუყონებლივ შეამოწმოს მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა. ნაკლის აღმოჩენის ან მოწყობილობის მიმართ რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შეატყობინოს "მეიჯარეს", არა უგვიანეს 2 (ორი) დღისა.

4.2 " მოიჯარემ" იჯარის საგანი უნდა დაუბრუნოს "მეიჯარეს" ისეთივე მდგომარეობაში , როგორშიც ჩაიბარა, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

4.3 იჯარის საგნის დაბრუნებისას საგნის დაბრუნება უნდა დადასტურდეს მხარეთა ხელმოწერებით.

4.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული  იჯარის საგნის ქირაობა ვადა აითვლება, მოიჯარის მიერ მოწყობილობის გამოტანით "მეიჯარის" ბაზიდან და მთავრდება "მოიჯარის" მიერ მისი დაბრუნებით "მეიჯარის" ბაზაზე . ( ან "მეიჯარის" მიერ " მოიჯარესთვის" ბაზის გარეთ გადაცემის შემთხვევაში თანდართული დოკუმენტაციის შევსების შედეგად)

4.5. იჯარის ხანგრძლივობის ასათვლელად " იჯარის დღე" , პირველ დღედ ითვლება მოწყობილობის გადაცემის დღე , ხოლო ბოლო დღედ , მოწყობილობის ბაზაზე დაბრუნების დღე , თუ იჯარის საგანი დაბრუნდება 10:00 საათამდე , მაშინ დაბრუნების დღედ ჩაითვლება წინა დღე.

4.6 იჯარის საგნის დაბრუნება "მოიჯარის" ბაზაზე შესაძლებელია მოხდეს ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 სთ-მდე , მხოლოდ სამუშაო დღეებში , ბაზაზე დაბრუნება ვერ მოხდება უქმე დღეებში , შაბათს და კვირას. უქმე დღეებისა და შაბათი კვირის შემთხვევაში "მეიჯარე" ვალდებულია აუნაზღაუროს "მოიჯარეს" გაცდენილი დღეების ოდენობა.

4.7 "მეიჯარეს" უფლება აქვს უარი თქვას მოწყობილობის უკან მიღებაზე და მოითხოვოს "მოიჯარისგან" კომპენსაციის გადახდა მოწყობილობის შესაკეთებლად ან ახლის შესაძენად, თუ დაბრუნებული მოწყობილობის ჩათვლის შემდგომში გამოყენებისათვის უვარგისან , ან მნიშვნელოვნად დაზიანებულად.

                                             

 

 

4.    პასუხისმგებლობა

5.    ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხელშეკრულების პირობების დამრღვმა მხარე უნ აუზღაურებს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებულ ზიან.

5.1.     მოიჯარე პასუხს აგებს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე.

5.2.     მხარეები ვალდებულებას იღებენ დაუყონებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს აღნიშნულ საიჯარო ურთიერთობებზე, კერძოდ აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი უფლებრივი თუ სხვა სახის რისკების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების განადგურება, დაზიანება, სანივთო ან/და სხვა უფლებებით დატვირთვა, გასხვისება ან/და სხვაგვარი შედეგი რაც შეუძლებელს გახდის ან/და გაართულებს იჯარის ობიექტით სარგებლობას.  

5.3.     ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ,,მეიჯარე’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მოიჯარეს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.

5.4.     იმ შემთხვევაში, თუ „მოიჯარეს“ შეეზღუდება „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის უფლება „მეიჯარის“ ბრალით, იგი უფლებამოსილია შეზღუდვის მთელ პერიოდზე არ გადაიხადოს შესაბამისი პერიოდის საიჯარო ქირა და ამასთანავე დააკისროს „მეიჯარეს“ პირგასამტეხლო, ერთი თვის საიჯარო ქირის 0.5% ოდენობით შეზღუდვის ყოველი დღისათვის, რაც არ ართმევს „მოიჯარეს“ უფლებას ამავე დროს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.5.     ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ აღნიშნული ხდება რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში ან არაერთგზის დარღვევის გამო, ბრალეულ მხარეს მეორე მხარის მოთხოვნით დაეკისრება პირგასამტეხლო 1 (ერთი) თვის საიჯარო ქირის ოდენობით.

 

6.    ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა

6.1.     წინამდებარე ხელშეკრულება იჯარის ვადის ნაწილში მოქმედებს ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ვადით, ხოლო მხარეთა სხვა ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ამ ვალდებულებების შესრულებამდე.

6.2.     მეიჯარესშეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

6.2.1.      თუმოიჯარე”  უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებე;

6.2.2.      თუმოიჯარე”  არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებე, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით;

6.2.3.      თუმოიჯარეგანზრახ ან დაუდევრობით აუარესებს „იჯარის ობიექტისმდგომარეობას, რითაც ზიანი ადგებამეიჯარეს

6.2.4.      შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ მოიჯარეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.

6.3.     ოიჯარესშეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

6.3.1.      თუიჯარე”  უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებე;

6.3.2.      თუიჯარე”  არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებე, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით;

6.3.3.      თუიჯარისბრალეული ქმედებით ეზღუდება „მოიჯარეს“ „იჯარის ობიექტისარგებლობის უფლება.

6.3.4.      შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ ეიჯარეს 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.

6.4.     ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმების შედეგად.  

6.5.     ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ აღნიშნული ხდება რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში ან არაერთგზის დარღვევის გამო, დამრღვევმა მხარემ სრულად უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარჯები  (საიჯარო ნივთის რემონტი,ტრანსპორტირება და სხვა მსგავსი ხარჯები).

6.6.     ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, "მოიჯარე" ვალდებულია გადაიხადოს ამ  დღისთვის არსებული ყველა გადასახადი და საიჯაროქირა.

6.7.     იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ „მოიჯარის“ მიერ იჯარის ობიექტით სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდა, რისი წინააღმდეგიც არ არის ,,მეიჯარე“, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლება ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით.

 

7.    ფორს მაჟორი.

7.1.     მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ  ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზვრა ან თავიდან აცილება აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს. დაუძლეველ ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომლთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს-მაჟორი)

7.2.     მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის საყოველთაოდ აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება.

 

8.    სხვა პირობები

8.1.     მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლების უარყოფას.

8.2.     ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მოშლის შემთხვევაში, ყველა სახის გაუმჯობესება და რემონტი ობიექტზე, რომლის მოცილებაც შეუძლებელია დაზიანების გარეშე და წინასწარ იყო შეთანხმებული „მეიჯარესთან“  რჩება „მეიჯარეს, რისთვისაც იგი ვალდებულია გადუხადოს „მოიჯარეს“ ამ გაუმჯობესების სამართლიანი ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით.

8.3.     იმ გაუმჯობესებების დემონტაჟი, რომლებიც საჭირო იყო მხოლოდ ,,მოიჯარისათვის’’ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს „მოიჯარის“ ხარჯით.

8.4.     თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა გახდა ბათილი, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვაპირობების ბათილობა. ბათილი პირობის ნაცვლად მოქმედებს წესი რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ პირობით დასახული მიზანი.

8.5.     ხელშეკრულება ყველა ვალდებულებით ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

8.6.     მხარეები ვადასტურებთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გონივრული განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება.

8.7.     ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის დავაზე პირველი ინსტანციით განსჯად სასამართლოს წარმოადგენსიჯარის ობიექტის მდებარეობის მიხედვით არებულ სასამართლო.

8.8.     წინამდებარე ხელშეკრულება შეიცავს მხარეებს შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას. ყოველი დამატება, ცვლილება ან შესწორება მოკლებულია იურიდიულ ძალას, თუ არ არის შედგენილი წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

8.9.     წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.10.     ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად. თითეულ მხარეს გადაეცა თითო ეგზემპლარი ხოლო ერთი ეგზემპლარი, კანონმდებლობის ან რომელიმე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნით წარედგინება  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

 

„მეიჯარე“

„მოიჯარე“

შპს უნივერსალ ინტრალოჯისტიკს

შპს:

ს.კ.: 205159718

ს.კ.:

იურიდიული  მისამართი:ნუცუბიძის ქ 1

იურიდიული  მისამართი:

ფაქტობრივი მისამართი: ნუცუბიძის ქ 1

ფაქტობრივი მისამართი:

ელ. ფოსტა: trade@universal.ge

ელ. ფოსტა:

საბანკო რეკვიზიტები: GE47PC0183600100028020

საბანკო რეკვიზიტები:

ხელმომწერი პირი:

ხელმომწერი პირი: